ბათუმის საკრებულოს დეპუტატები "ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოში მუშაობას წყვეტენ. ამის შესახებ მათ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.
მათი თქმით, არ გააგრძელებენ საკრებულოში საქმიანობას მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაშია.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება მიზანმიმართულად კლავს და ამ ფონზე აბსურდულად მიიჩნევენ "ქართული ოცნების" დეპუტატების გვერდით ჯდომას. ისინი ქუჩის აქციებსაც აანონსებენ.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ოპონენტებს დესტრუქციის მცდელობაში ადანაშაულებენ.