მოშიმშილე დეპუტატებთან პარლამენტის თავმჯდომარე მივიდა. შალვა პაპუაშვილმა მათ შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა. დღეს მოშიმშილეების რიცხვი გაიზარდა, ანა წითლიძეს, დავით კირკიტაძეს და აბდულ ისმაილოვს თემურ ჯანაშიაც შეუერთდა. მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა. დღეს შიმშილობის მეორე დღეა. დეპუტატები ამბობენ, რომ ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, თემურ ჯანაშიას თქმით პროტესტის ეს ფორმა იქამდე გაგრძელდება სანამ ისინი არ მიიღებენ გარანტიას, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"თვითონ შიმშილის დაწყების აქტს, მე ვთვლი რომ ყველგან უნდა მივიღო მონაწილეობა პროტესტის ისეთ ფორმებში, რომელიც მიმართული იქნება პრეზიდენტს სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის. ჩვენი მოთხოვნაც ის არის, სანამ არ მივიღებთ მყარს გარანტიას, რომ ამ ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება რაიმე ცუდი, მანამდე გავაგრძელებთ ამ შიმშილს," - აცხადებს ჯანაშია.