ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პლენარული სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
მანამდე კი ფრაქციის დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში პლაკატები მიიტანეს, სადაც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ამოჭრილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოები იყო ასახული. ასევე, ბანერებზე გაკეთებულია წარწერა "ნუ კლავთ!"
დარბაზის დატოვებამდე ფრაქციის დეპუტატმა ანა წითლიძემ რატი ბრეგაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ "მის ქმედებებზე პასუხისგება მის შვილებს მოუწევთ".
ცნობისთვის, დეპუტატები დღეს იუსტიციის მინისტრს "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ.