გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბათუმში ორგანული აკვა-კულტურის განვითარების ასოციაციის "ფორეჯი" წარმომადგენლებს შეხვდა.
მონაწილეებმა საქართველოში აღნიშნულ სექტორში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და თევზის წარმოების მდგრადობის გაზრდის მიზნით განსახორციელებელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო თევზის დაავადებების კვლევის ლაბორატორიული კომპონენტის გაძლიერების საკითხსაც.