04 მაისი 2024,   08:18
ვრცლად
იოსებ სირაბიძეს, რომელიც პირდაპირი ეთერის დროს თავს დაესხა გიორგი კირთაძეს, დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ

პროკურატურა დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებს იოსებ სირაბიძეს, რომელსაც გიორგი კირთაძეზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. მოგვიანებით, მისთვის აღმკვეთის ღონისძიების საკითხს უკვე სასამართლო გადაწყვეტს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით, რომელიც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

შემთხვევა ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მაშინ მოხდა, როდესაც გიორგი კირთაძე პირდაპირ ეთერში იყო. "კონსერვატიული მოძრაობის" მხარდამჭერი "ნაციონალური მოძრაობის" წევრს თავს დაესხა, კვერცხები ესროლა და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დღის ამბები