17 ივნისი 2024,   19:17
ვრცლად
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულების ნაწილს პატიმრობა უკვე შეეფარდა - სასამართლო სხვა დაკავებულების აღმკვეთზე მსჯელობს

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულების სასამართლო სხდომები იმართება.  წინასწარი პატიმრობა ნაწილს უკვე შეეფარდა, მათ შორისაა მარნეულში აყვანილი მამაკაცი.

რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, სავარაუდოდ, დღესვე ჩატარდება მათი სასამართლო სხდომები და დღესვე გახდება ცნობილი, რა სახის აღკვეთის ღონისძიება იქნება გამოყენებული. ნაწილი დანაშაულს არ აღიარებს.

სამართალდამცველებმა სულ 62 პირი აიყვანეს, აქედან 46 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის 20, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სპეცოპერაცია თბილისის პარალელურად საქართველოს კიდევ შვიდ ქალაქში ჩატარდა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები