15 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი საელჩოების და იქ დასაქმებული თანამშრომლების სოციალური მდგომარეობა - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა მაქსიმალურს აკეთებს იმისათვის, რომ საელჩოებში დასაქმებული თანამშრომლების სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენცია 2022-ის გახსნაზე სიტყვის გამოსვლის დროს განაცხადა.

ამასთანვე, პრემიერმა განმარტა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ყველა ინიციატივას მხარს უჭერს. 

"უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი საელჩოების და საელჩოებში დასაქმებული თანამშრომლების სოციალური მდგომარეობა, ამის თაობაზე ბატონმა მინისტრმა უკვე აღნიშნა. ბატონი ილია, როგორც ახალი მინისტრი, ძალიან აქტიურად არის ჩართული თქვენი საკითხების მოგვარებაში. მინდა ყველა თქვენს თანამშრომელს მადლობა გადავუხადო, ვიცი რაოდენ რთულია თქვენი ოჯახებიდან შორს ყოფნა, ცხოვრება, მოღვაწეობა. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ კიდევ უფრო კომფორტულად და კარგი პირობებით შეძლოთ თქვენი მთავარი მოვალეობის შესრულება. ასევე, ბატონ ილიას აქვს ძალიან კარგი ინიციატივები, ამის თაობაზე ალბათ უკვე სხვა ფორმატში გვექნება მსჯელობა. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მას და მის ინიციატივებს.

მთავრობის დონეზე ჩვენ გვექნება მაქსიმალური ჩართულობა და მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, პატივცემულო ელჩებო, ყველა თქვენს თანამშრომელს, გისურვოთ წარმატება, კეთილდღეობა, მშვიდობა და წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და შობა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები