"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაცია საკრებულოს ბოიკოტს უცხადებს. მიზეზი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. აღნიშნულის შესახებ დეპუტატებმა დღეს ბრიფინგზე ისაუბრეს.
მათი თქმით, საკრებულოს სხდომებს არ დაესწრებიან და ბოიკოტის რეჟიმში იქნებიან, ვიდრე არ მოხდება მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა. ოპოზიციონერები დეპუტატების თქმით, სააკაშვილის შეწყალების თხოვნით, საქართველოს პრეზიდენტს უკვე მიმართეს.
საკრებულოს უმრავლესობაში "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას დესტრუქციად აფასებენ და განმარტავენ, რომ ოპოზიციის გადასაწყვეტია მიიღებენ მონაწილეობას ბიუჯეტის მიღებაში თუ დაემორჩილებიან მთავარსარდლის ბრძანებას.