26 აგვისტო 2026,   09:57
ვრცლად
საახალწლო ინსტალაციები და საშობაო ბაზრობა - ხონში წინასაახალწლო ზეიმი მოეწყო

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით წინასაახალწლო ღონისძიებები გრძელდება.

ზეიმი ამჯერად ხონში მოეწყო. ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საახალწლო ინსტალაციები დაეთვალიერებინათ, საშობაო ბაზრობაზე კი ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები შეეძინათ. განსაკუთრებული სივრცეები იყო მოწყობილი ბავშვებისთვის.

დღის ბოლოს კონცერტი მიეწყო. საღამო ფოიერვერკით დასრულდა.

დღის ამბები