დმანისში მთავარი სადღესასწაულო ღონისძიება კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა. საღამო პრემიერის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მიმდინარე "ახალი წლის დღეები საქართველოში" შემადგენილი ნაწილი იყო.
დმანისის მუნიციპალიტეტში მოეწყო საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები და საბავშვო გასართობი სივრცეები.
ასევე, განთავსდა ხის საახალწლო სახლები. დმანისელებისთვის – ზუკა ხუციშვილმა, ნატო გელაშვილმა და ძმებმა ჭოხონელიძეებმა იმღერეს.