"საქართველო თანამედროვე ქანდაკება" - ხელოვნებათმცოდნე გია ჯანბერიძის წიგნის პრეზენტაცია სამხატვრო აკადემიაში გაიმართა. მასში იმ ქართველი ხელოვანების შემოქმედებაა წარმოდგენილი, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბის ავტორებად ითვლებიან. ასევე გადმოცემულია ქართული ქანდაკების განვითარების პროცესი და ანალიზი. წიგნი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაიბეჭდა. პრეზენტაციას თეა წულუკიანი დაესწრო.
"გაიმართა პრეზენტაცია, რომელსაც ღვაწლმოსილი მოქანადაკეები ესწრებოდნენ. ისინი მისი ნამუშევრებით სწორედ გიორგი ჯამბერიძის ავტორობით შემუშავებულ წიგნ-ალბომში მოხვდა და ასახავს რეალურად ქართული ქანდაკების ისტორიას. როგორც ავტორი გვეუბნება ეს არ არის ბოლო წერტილი ამ პროექტში, ვინაიდან თანამედროვე მოქანდაკეები, ახალგაზრდა თაობა ასევე უნდა გახდეს კვლევისა და შესწავლის სათანადოდ საგანი," - აცხადებს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.