18 ოქტომბერი 2024,   06:47
ვრცლად
ტრაგედია თელავში - ავარიას ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

თელავში ავარიას ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა - შემთხვევა რამდენიმე საათის წინ რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სწარაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მიღებული დაზიანებებით ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დღის ამბები