27 აგვისტო 2026,   05:18
ვრცლად
თბილისის მერიამ 150 ოჯახს საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები დაუკანონა

150 ოჯახს მერიამ საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები დაუკანონა. ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ მუნიციპალურ ფართებში, თუმცა მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ.

საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი მათ კახა კალაძემ პირადად გადასცა. ოჯახებს ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ.

"დღეს 150 ოჯახს გადავეცით საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები სხვადსხვა რაიონებიდან, რაც ძალიან კარგია. მინდა მივულოცო ამ ოჯახებს, წინასაახალწლოდ ძალიან დიდი სიხარულია. წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ დაკანონებას იმ საცხოვრებელი ფართის, სადაც ისინი ცხოვრობენ უკვე ათეული წელია. ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ, ვაგრძელებთ ამ პროგრამას. 300 მილიონ ლარზე მეტის ქონება რის უკვე გადაცემული კერძო საკუთრებაში, რომელიც სახელმწიფოს და მუნიციპალური საკუთრება იყო," - განაცხადა თილისის მერმა კახა კალაძემ.

დღის ამბები