უკრაინის მთავრობა თებერვლის ბოლოს სამშვიდობო სამიტის გამართვას გეგმავს - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
დმიტრო კულებას თქმით, სამშვიდობო სამიტი სავარაუდოდ, გაეროში, გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის შუამავლობით გაიმართება.
"სამშვიდობო ფორუმის მიზანია, არ დავუშვათ რუსეთის მხრიდან მშვიდობის საკითხით მანიპულირება. ისინი რეგულარულად აცხადებენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან რასაც ისინი ბრძოლის ველზე აკეთებენ, საპირისპიროს ამტკიცებს. ვფიქრობთ, სამიტი გაეროს შუამავლობით უნდა გაიმართოს, გაეროს გენერალური მდივანმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ეფექტური შუამავალი და მომლაპარაკებელია და რაც მთავარია, ის არის პრინციპული და კეთილსინდისიერი ადამიანი. ამიტომ ჩვენ მივესალმებით მის აქტიურ მონაწილეობას," - აცხადებს კულება.