მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა დაჭრა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
დაჭრილები საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარება საკმაოდ მძიმეა.
მამას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული, საჭირო გახდა მისი პროფილურ კლინიკაში გადაყვანა; 93 წლის ბაბუას კი ფილტვი აქვს დაზიანებული.
რა იარაღი იყო გამოყენებული და კონკრეტულად რა გახდა ოჯახში დანაშულის ჩადენის მიზეზი - დეტალები ამ დროისთვის უცნობია. "კურიერის" ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
"ჯეო ჰოსპიტალსის" მარნეულის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი ტატა შენგელაია აცხადებს, რომ ორივე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
"შემოსვლის მომენტში ორივეს მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. ტომოგრაფია ჩაუტარდათ და აღმოჩნდა ერთ-ერთის შემთხვევაში ტვინში სისხლის ჩაქცევა, რაც შეეხება 93 წლის მამაკაცს ფილტვი აქვს დაზიანებული და გადაყვანილია შესაბამის განყოფილებაში," - აცხადებს შენგელაია.