15 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
კახა კალაძის მოსმენა საკრებულოში წუთიერი დუმილით დაიწყო - დედაქალაქის მერმა და დეპუტატებმა მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის საკრებულოში წლიური ანგარიშის წარდგენამდე დედაალაქის მერმა კახა კალაძემ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ გაიხსენა და დაღუპული მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას საკრებულოს დეპუტატებთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. 

"ჩვენ გვქონდა ბევრი პრობლემა და გამოწვევა, ასევე დიდი ტრაგედია, რომელმაც ყველაფერი გააუფერულა, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი თანამშრომლებისთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, როგორც ოთხი შვილის მამისთვის. ყველა სირთულე გადალახვადია, თუმცა ტრაგედია, რომელიც 2022 წელს თავს დაატყდა თბილისს, არის უმძიმესი, ამიტომ დღევანდელი ანგარიში მინდა დავიწყო მარიტას ხსოვნით, რომლის წინაშეც გვაქვს ვალდებულება მსგავსი ტრაგედია არასდროს განმეორდეს. ამიტომ წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი," - მიმართა კახა კახალაძემ საკრებულოს დეპუტატებს. 

დღის ამბები