15 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
საკრებულოს სხდომა, სადაც დღეს დედაქალაქის მერი წლიური ანგარიშით წარსდგა, ხმაურის ფონზე დაიწყო

საკრებულოს სხდომა, სადაც დღეს დედაქალაქის მერი წლიური ანგარიშით გამოვიდა, ხმაურის ფონზე დაიწყო. სამოქალაქო აქტივისტებმა სცადეს ბანერის გაშლა, თუმცა დაცვამ აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინა. 

ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი დაშავდა, ადგილზე მობილიზებული იყო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. 

"გადმოვშალეთ ბანერი, სადაც ეწერა "კორუფცია კლავს" და ამ დროს კალაძის ზონდერები დაგევესხნენ თავს, რომ ბანერი წაერთმიათ და ამას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება,"- აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი ნიკა კვიტიანი. 

დღის ამბები