27 აგვისტო 2026,   08:31
ვრცლად
ობიექტურ ექსპერტს სააკაშვილი არ დაიქირავებს არცერთ შემთხვევაში და გამოჩნდა კიდეც, რომ ისეთი ექსპერტია, რომელსაც თავად ამერიკის სასამართლოც კი არ ენდობა - გურამ მაჭარაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ისევ სპეკულაციაზე და სიმულაციაზე საუბრობს ხელისუფლება. "ქართული ოცნება" ყურადღებას ამახვილებს ერიკ გოლდსმიტის დასკვნაზე. აღნიშნული ექსპერტის შეფასება რიჩარდ ჩიჩაკლის საქმეზე ნიუ-იორკის სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენა. გოლდსმიტმა კი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეაფასა, მან ყოფილი პრეზიდენტის მძიმე დიაგნოზებზე საქართველოს სასამართლოს გასულ კვირას ჩვენება მისცა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნას არცერთ ქვეყანაში არ აქვს იმაზე მეტი ძალა, ვიდრე სასამართლოს მსჯელობას.

"არაფერი სენსაციური არ არის იმაში, რომ რომელიღაც ექსპერტის დასკვნა არ გაითვალისწინა, მაგალითად აშშ-ში სასამართლომ, იმიტომ, რომ არცერთ ქვეყანაში ექსპერტიზის დასკვნა არ დგას უფრო მაღლა, ვიდრე სასამართლოს მსჯელობა. არცერთ საექსპერტო დასკვნას არ შეიძლება ჰქონდეს სასამართლოსთვის სავალდებულო ძალა. თუ არის ისეთი მომენტები, როდესაც ამ ადამიანს აშშ-ის სასამართლოში კვალიფიციურად არ მიიჩნევენ, აი ამ მიზეზის გამო მიუღებლად მიაჩნიათ ის ექსპერტიზა, რომელსაც ეს კაცი ატარებს, ბუნებრივია ეს ქმნის გარკვეული ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება რაღაც პრობლემა ამ მიმართულებით გააჩნდეს ამ საექსპერტო კვლევებს. შეინიშნება მცდელობა, რომ სიმულაციური სურათი იქნას დახატული," - ამბობს სარჯველაძე.

საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი, გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი ობიექტურ ექსპერტს არ დაიქირავებდა.

"ობიექტურ ექსპერტს სააკაშვილი არ დაიქირავებს არცერთ შემთხვევაში და გამოჩნდა კიდეც, რომ ისეთი ექსპერტია, რომელსაც თავად ამერიკის სასამართლოც კი არ ენდობა და რატომ უნდა იყოს სანდოობის ხარისხი მის მიმართ საქართველოში აბსოლუტურად გაუგებარია. ეს ფაქტი მეტყველებ, რა თქმა უნდა იმაზე, სხვა ყველა საჯარო მტკიცებულებებთან ერთად რომ პატიმარი სააკაშვილისგან ჩვენ უნდა ველოდოთ სიმულაციის გაგრძელებას და არცერთ შემთხვევაში იმ ობიექტური რეალობის დანახვას, რაც ზოგადად არსებობს," - თქვა მაჭარაშვილმა.

დღის ამბები