აფეთქებები კიევში - ერთი ადამიანი დაშავდა რუსების მიერ განხორციელებული შეტევის დროს, 19 წლის მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა სახლები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.
31 დეკემბერს დედაქალაქზე მიტანილი იერიშების შედეგად, ცნობილი ხდება კიდევ 1 ადამიანის დაღუპვის შესახებ. ბოლო 24 საათში რუსმა სამხედროებმა 110-ზე მეტი დარტყმა მიიტანეს სუმის ოლქზე. შ
ეტევა განხორციელდა 9 უკრაინულ ოლქზე, დაღუპულია 1 და დაშავებულია 7 ადამიანი. ასევე 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა ხერსონში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო 24 საათში 720 რუსი სამხედრო მოკლეს.