14 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" ექსკლუზივი: ვანო მერაბიშვილს გიგიშა შარაშიძემ სცემა

"რუსთავი2-ის" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ორ იანვარს, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ყოფილ მინისტრს მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძემ, გიგიშა შარაშიძემ სცემა. "რუსთავი 2" დაუკავშირდა შარაშიძეს, რომელიც მომხდარს ადასტურებს და აცხადებს, რომ დეტალურ ინფორმაციას გამოძიებას მიაწვდის.

"დაპირისპირება მოხდა ჩემს და ვანო მერაბიშვილს შორის აფთიაქში. დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, რადგან პირველივე წამებიდან გაიქცა ვანო მერაბიშვილი. იქიდან გამომდინარე რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მე ჩავთვალე თავი ვალდებულად. არც გამოძიებას ვემალები და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. თუ საჭირო გახდა, დანარჩენზე პასუხს გავცემ სამართალდამცველ ორგანოებს. დანარჩენი, თუ ცოტა მაინც ვაჟკაცობა შერჩენია, თვითონ თქვას," - განაცხადა გიგიშა შარაშიძემ და დაადასტურა, რომ ყოფილ მინისტრს ფიზიკურად შეეხო.

დღის ამბები