14 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
შვეიცარიული პრესა Credid Suiss-ის საქმიანობასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს - გამოცემა NZZ-ის სტატიაში, საუბარია ასევე ბანკთან ბიძინა ივანიშვილის დავის შესახებ

შვეიცარიული პრესა Credid Suiss-ის მილიარდობით ზარალთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა NZZ-ის სტატიაში, ბანკის "საბედისწერო მომენტებთან" ერთად, საუბარია ასევე Credid Suiss-თან ბიძინა ივანიშვილის დავასთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, განვითარდება თუ არა მოვლენები გეგმის თანახმად, "კრედიტ სუისს" მომდევნო წელს საბედისწერო მომენტები ელოდება. "კრედიტ სუისი" ყოველწლიურ შედეგებს თებერვლის დასაწყისში წარადგენს. ბანკმა უკვე გასცა გაფრთხილება 1,6 მილიარდი აშშ დოლარის ზარალის შესახებ. ანალიტიკოსები მეოთხე კვარტალში 107 მილიონ აშშ დოლარზე მეტის გადინებაზე საუბრობენ. თუ ეს ასეა, აქვე ჩნდება კითხვა, ჩავარდა თუ არა აღმასრულებელი დირექტორის ულრიხ კოერნერის სტრატეგია ოთხი თვის შემდეგ.

"კრედიტ სუისი" წლის ყოველ კვარტალში იტყობინებოდა ზარალზე, რასაც შესაბამისი გავლენა უნდა მოეხდინა ანაზღაურების შესრულებაზე. ამერიკულმა საინვესტიციო ბანკებმა 2022 წლის ბონუსები გაანახევრეს.

"ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები,"- განუცხადა ცოტა ხნის წინ "კრედიტ სუისის" შვეიცარიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანდრე ჰელფენშტაინმა შვეიცარიულ გაზეთ NZZ-ს: "ჩვენ ცუდი წელი გვაქვს, როგორც გუნდს... მერე ნაკლებს ვიღებთ ხელფასს."

სტატიაში საუბარია ბიძინა ივანიშვილზეც. 2015 წლიდან "კრედიტ სუისის" ყოფილი კერძო ბანკირის, პატრის ლესკოდრონის დაზარალებულები სასამართლოში ჩივიან. უახლოეს თვეებში მათი გლობალური კონტროლი ბანკზე, სავარაუდოდ, გამკაცრდება.

სინგაპურში განაჩენის გამოტანა პირველი კვარტლის ბოლომდეა მოსალოდნელი. მსხვილი ბანკის ერთ-ერთმა კომპანიამ, რომელსაც ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა, აღიარა, რომ კომერციულ სასამართლოში მან ვერ შეატყობინა კლიენტს არასანქცირებული გადარიცხვების შესახებ. მიუხედავად ამისა, "კრედიტ სუისის" შვილობილ კომპანიას არ სურდა, რომ ეს აღქმულიყო, როგორც დანაშაულის აღიარება.

ივანიშვილის მიერ სინგაპურში მოთხოვნილი ზარალი 1,27 მილიარდ დოლარს შეადგენს. წლის პირველ ნახევარში, სავარაუდოდ, ბერმუდას სააპელაციო სასამართლოს წერილობითი განაჩენი გამოცხადდება. სასამართლო გადაწყვეტს, გადაიხადოს თუ არა ბანკის შვილობილმა კომპანიამ 600 მილიონი დოლარი ზარალის სახით, რომლის გადახდაც შვილობილ კომპანიას მარტში დაევალა.

შვეიცარიაში "კრედიტ სუისს" სისხლის სამართლის ბრალდება 2021 წლის ბოლოს წაუყენეს. მას შემდეგ ჟენევის პროკურატურამ სხვადასხვა ბანკირი დაკითხა. ამის შემდეგ ვითარება ჩაწყნარდა, თუმცა ვრცელდება პროგნოზები, რომ 2023 წელს შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს.

დღის ამბები