26 აგვისტო 2026,   02:43
ვრცლად
სამცხე-ჯავახეთის კურორტზე ყინვამ და უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა - წუხელ, ბაკურიანი-პატარა ცემის საავტომობილო გზაზე ათამდე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

სამცხე-ჯავახეთის კურორტზე ყინვამ და უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.

წუხელ, გვიან ღამით ბაკურიანი-პატარა ცემის საავტომობილო გზაზე ათამდე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, მათ შორის დაზიანდა პოლიციის მანქანაც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, ბაკურიანისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში შეიზღუდა. მოგვიანებით კი ნელი გადაადგილება შესაძლებელი გახდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციასთან ერთად მუშაობდნენ გზის გამწმენდი მანქანები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები.

დღის ამბები