19 მაისი 2024,   10:09
ვრცლად
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამსახურის ხელმძღვანელის მკვლელობისთვის დაკავებულს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამსახურის ხელმძღვანელის მკვლელობისთვის დაკავებულს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. გიორგი მღებრიშვილი მისმა უფლებადამცველებმა წინასწარი დაკავების იზოლიატორში გუშინ, დღის ბოლოს მოინახულეს, თუმცა ადვოკატების თქმით, ოჯახის მოთხოვნით ისინი საქმის დეტალებზე მედიასთან არ საუბრობენ.

მოკლული, ალექსანდრე შეყელაძე და გიორგი მღებრიშვილი მეგობრები და თანამშრომლები იყვნენ. ბრალდებულმა სამინისტრო რამდენიმე თვის წინ დატოვა და კადრების განკარგულებაში იყო, რის გამოც, მომხდარს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.

უწყების მიერ გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დანაშაული მღებრიშვილის სახლში მოხდა. ასევე, აღნიშნულია, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მასპინძელი იქცეოდა არაადეკვატურად, სტუმრების მიმართ იყო აგრესიული, რასაც საბოლოოდ შეყილაძის მისამართით რამდენიმე გასროლა მოჰყვა. თბილისის პირველი დეტექტივი ადგილზე დაიღუპა.

დღის ამბები