26 აგვისტო 2026,   09:57
ვრცლად
პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებული ყოფილი სამართალდამცველის საქმეზე პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებული ყოფილი სამართალდამცველის საქმეზე პროცესი იწყება.

დაკავებული გიორგი მღებრიშვილის ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ დაკავებულს ალექსანდრე შეყელაძის მკვლელობის არც განზრახვა და არც მოტივი არ ჰქონია.

მოკლული და ბრალდებული მეგობრები და თანამშრომლები იყვნენ. ადვოკატს სავარაუდოდ შუამდგომლობა არ ექნება. მომხდარს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.

"ის ადამიანი, ვინც გარდაიცვალა, გახლდათ მისი უახლოესი მეგობარი, რომელსაც დიდ პატივს სცემდა. მისთვის წარმოუდგენელია ეს ამბავი როგორ მოხდა. ვერ იხსენებს მომხდარს და როგორ განვითარდა მოვლენები. მას სხვა პოზიცია ბრალდებასთან დაკავშირებით აქედან გამომდინარე არ გააჩნია.

სამართლებრივი დუმილის უფლება გვაქვს გამოყენებული. აღკვეთზე ბრალდების მხარეს პატიმრობა აქვს მოთხოვნილი. ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე ნაკლებად ივარაუდება, რომ სასამართლომ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს," - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა.

დღის ამბები