14 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
ერთიანი ოპოზიციური ფრონტი თუ არ გვექნება, ვერც სააკაშვილს გავათავისუფლებთ, ვერც გვარამიას, ვერც კანდიდატის სტატუსს მივიღებთ - მანჯგალაძე

მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად მისი თანაგუნდელები და მხარდამჭერები სასამართლოსთან ამჯერადაც შეიკრიბებიან. მოთხოვნა უცვლელია - დროულად მოხდეს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ წაყვანა.

"რეფორმების ჯგუფის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, ერთიანი ოპოზიციური წინააღმდეგობის გარეშე გვარამიას და სააკაშვილის გათავისუფლება, ასევე კანდიდატის სტატუსის მიღება შეუძლებელი იქნება.

"მტკიცებულებები არსებობს ყველანაირი, იცით თქვენ რომ ამერიკელმა ექსპერტმა დაადასტურა რომ დემენცია აქვს, რაც გადაყვანის საფუძველია. მეორემ დაადასტურა რომ მოწამლულია. ამას უპირისპირდება "ქართული ოცნების" პროპაგანდა, რომელიც ამბობს რომ კარგადაა სააკაშვილის, მაგრამ ამასთან ერთად "ვივამედიდან" 1 კილომეტრში გადაყვანის საშუალებას არ იძლევიან, რომ მოვიდეს სასამართლო პროცესზე. ერთიანი ოპოზიციური ფრონტი თუ არ გვექნება, ვერც სააკაშვილს გავათავისუფლებთ, ვერც გვარამიას, ვერც კანდიდატის სტატუსს მივიღებთ და მოკლედ აუცილებელია ერთიანი წინააღმდეგობის მოძრაობა," - ამბობს მანჯგალაძე.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი მიიჩნევს რომ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება მოსამართლის პრეროგატივაა და მის ამ საქმეში ვერავინ ჩაერევა.

"მოსამართლე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, ეს მხოლოდ მისი გამოსაცხადებელია, მის საქმეში ვერავინ ვერ ჩაერევა, მითუმეტეს ვერ ჩაერევა "ქართული ოცნება", მისი მთავრობა და საპარლამენტო გუნდი, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. დაველოდოთ ჩვენ დამაგვირგვინებელ სხდომებს და ყველამ მერე უნდა მიიღოს ისე ეს გადაწყვეტილება, როგორც ჩვენს საზოგადოებას და დემოკრატიულ სახელმწიფოს ეკადრება," - თქვა ცაგარეიშვილმა.

დღის ამბები