ქარმა დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა. სამეგრელოში მოგლეჯილია ხეები, ელექტროგადამცემი ბოძები, რამდენიმე სოფელში საცხოვრებელ სახლებს ქარმა სახურავი გადახადა. ამ დროისთვის სტიქიის ადგილებზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
უამინდობაა ფოთშიც. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, წაქცეულია ხეები. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ქალაქის ნაწილი. სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული.