26 აგვისტო 2026,   08:09
ვრცლად
ფოთში, ძლიერი ქარის გამო მერიის პრესსამსახურის თანამშრომელი დაშავდა

ფოთში, ძლიერი ქარის გამო მერიის პრესსამსახურის თანამშრომელი დაშავდა.

შემთხვევა მაშინ მოხდა როდესაც იგი სტიქიით შედეგად დაზიანებულ ლოკაციებზე იმყოფებოდა და ფოტოებს იღებდა.

წინასწარი ინფორმაციით მას ხელისა და მენჯ-ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.

დაშავებული ფოთის "ევექსის" კლინიკაშია მოთავსებული. მერიაში ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებენ.

დღის ამბები