17 მაისი 2024,   11:49
ვრცლად
ფოთის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან გარდა აუცილებელი შემთხვევებისა

ფოთის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გარდა აუცილებელი შემთხვევისა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან - ამის შესახებ განცხადება მერიის ოფიციალურ ვებ გვერდზეა განთავსებული.

"ფოთში ძლიერი ქარის და სტიქიის შედეგად  ქალაქში დაზიანებულია  ინფრასტრუქტურა, ავტომანქანები, მოგლეჯილია ხეები და ელექტრო გადამცემი ბოძები.        
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მრავლობითი მოტეხილობები მიიღო  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა, რომელიც მკურნალობას გადის საავადმყოფოში.  

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საგანგებო რეჟიმში მუშაობს ფოთის მერიის შესაბამისი სამსახურები. 

მოქალაქეებს შეგიძლიათ საჭიროების შემთხვევაში დარეკოთ მერიის ცხელი ხაზის ნომერზე ან დაუკავშირდით მერის  წარმომადგენლებს," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები