25 აგვისტო 2026,   22:03
ვრცლად
სტიქიის მე-4 დღე სამეგრელოში - დაზიანებულია 600-ზე მეტი კერძო სახლისა და 36-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი

სტიქიის მეოთხე დღე სამეგრელოში - ძლიერი ქარისგან მიყენებული ზარალის პირველადი შედეგები უკვე ცნობილია. დაზიანებულია 600-ზე მეტი კერძო სახლისა და 36-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი. ასევე, დაზიანებულია საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების, ამბულატორიებისა და ადმინისტრაციული შენობების სახურავებიც. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 100-ამდე სოფელი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

24 საათიან რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. პარალელურად გრძელდება ზარალის დათვლაც. არსებული ვითარების გამო, სენაკში 16 იანვრამდე გადაიდო პრემიერის ინიციატივით გასამართი საახალწლო ღონისძიება.

დღის ამბები