27 აგვისტო 2026,   03:15
ვრცლად
ახალი წლის დღეების ფარგლებში ინიცირებული ღონისძიებები ხელვაჩაურში ფოიერვერკით დასრულდა

ახალი წლის დღეების ფარგლებში ინიცირებული ღონისძიებები ხელვაჩაურში ფოიერვერკით დასრულდა, მანამდე კი მოქალაქეების წინაშე გიორგი ცხადაძე და ბენდი, ასევე ნუცა თოფურია წარსდგნენ.

დღის განმავლობაში ღონისძიებაში მონაწილეობას ადგილობრივი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლებიც იღებდნენ. პრემიერ მინისტრის ინიციატივით, საქართველოს 60 მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები უკვე გაიმართა. საახალწლო დღეების ფარგლებში ღონისძიებები კი, კვირას ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში გაიმართება, ხოლო 16 იანვარს პროექტი სენაკის მუნიციპალიტეტში დასრულდება.

დღის ამბები