სტიქიის უმძიმესი შედეგები დასავლეთ საქართველოში - ოთხ დღიანი ძლიერი ქარის შემდეგ, სამეგრელოში შედეგებს ითვლიან. არსებული მონაცემებით დაზიანებულია 1200-ზე მეტი შენობა, მათ შორის საბავშვო ბაღები, საჯარო სკოლები, საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები. 50 ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია არ მიეწოდება. შესაბამისი სამსახურები აღდგენით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.