19 მაისი 2024,   08:37
ვრცლად
"გამოუძახებათ ლიფტი, მერვე სართულზე ცხოვრობდნენ, მე-6 სართულზე ლიფტი გაჩერებულა, მამაკაცი მაინც შესულა" - რას ამბობენ ვაზისუბანში დაღუპული ცოლ-ქმრის მეზობლები

შეიძლებოდა თუ არა 14 იანვარს ვაზისუბანში მომხდარი ტრაგედიის თავიდან აცილება? - ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად, ახალგაზრდა ცოლ-ქმრის დაღუპვის გამო პოლიციაში გამოკითხვები გრძელდება. განყოფილებაში დაღუპულთა მეზობლების დიდი ნაწილი უკვე იმყოფებოდა.

კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ შენობაში აქამდე ლიფტი, პრაქტიკულად, არ გაფუჭებულა.

"გამოუძახებათ ლიფტი, მერვე სართულზე ცხოვრობდნენ, მე-6 სართულზე ლიფტი გაჩერებულა. მამაკაცი მაინც შესულა, რატომ არ შეიხედა, არ ვიცი, კაბინა არ იდგა თურმე და ჩავარდა შახტაში. მეუღლე თურმე ცდილობდა, რომ ამოეყვანა. გამოკითხვაზე იყვნენ მეზობლები," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. 

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. 

დღის ამბები