27 მაისი 2024,   09:44
ვრცლად
ძმები კაკულიების სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება

დღეს ძმები კაკულიების პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება, დაიკითხებიან მოწმეები. კონკრეტულად ვინ წარდგება სასამართლოს წინაშე - ადვოკატებს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

დავით და გურამ კაკულიები ამ დრომდე ისევ დუმილის უფლებით სარგებლობენ, თუმცა არ გამოირიცხება, ეს პოზიცია შეიცვალოს.

დავით და გუგა კაკულიების სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები