19 მაისი 2024,   05:38
ვრცლად
იმერეთში ზარალს ითვლიან - ადგილზე პრემიერ-მინისტრის დავალებით ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ

იმერეთში ზარალს ითვლიან - ადგილზე პრემიერ-მინისტრის დავალებით, ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ჩავიდნენ.

ისინი გუბერნატორსა და ქუთაისის მერთან ერთად ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ და არსებული მდგომარეობა შეისწავლეს.

შედგა ყველა დაზარალებული მუნიციპალიტეტის მერებთან შეხვედრაც. ძლიერმა ქარმა იმერეთში არაერთი პრობლემა შექმნა - ათასზე მეტ შენობას სახურავი ამ დრომდე დაზიანებული აქვს.

დღის ამბები