26 აგვისტო 2026,   10:17
ვრცლად
ქვეყნის მასშტაბით ახალი წლის დღეების აღნიშვნა სენაკში გამართული გალა კონცერტით დასრულდა

ქვეყნის მასშტაბით ახალი წლის დღეების აღნიშვნა სენაკში გამართული გალა კონცერტით დასრულდა. ადგილობრივი ანსამბლების შემდეგ სცენაზე სალომე ბაკურაძემ, ნოდიკო ტატიშვილმა, ოთო ნემსაძემ და ჯგუფმა ANIK-მა იმღერეს.

მანამდე ქალაქის ცენტრში, მთავარ ნაძვის ხესთან მოეწყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

საახალწლო ღონისძიებები, რომელშიც 50 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, ქვეყნის 63 ქალაქში ჩატარდა. პროექტი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით შედგა.

დღის ამბები