15 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილმა განახლებადი ენერგიის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიის გერმანული RWE AG-ის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრა გამართა

დავოსში კიდევ ერთი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განახლებადი ენერგიის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიის გერმანული RWE AG-ის აღმასრულებელ დირექტორთან, მარკუს კრებერთან გამართა - ამის შესახებაც ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

"განვიხილეთ საქართველოს ენერგოსექტორი, მიმდინარე და შემოთავაზებული რეგიონალური პროექტები. საქართველო მიზნად ისახავს განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს," - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის "ტვიტერში".

დღის ამბები