19 მაისი 2024,   12:02
ვრცლად
გამოიყენა თუ არა სახელმწიფომ არასათანადო ლეტალური ძალა თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ? - სტრასბურგის სასამართლომ ამ კუთხით დარღვევა ვერ აღმოაჩინა

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა - სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკმარისი მტკიცებულება იმისა, რათა დაესკვნათ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის პირობებში გარდაიცვალა, არ იყო. 

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მეორე მუხლის დარღვევა, პროცედურულ ნაწილში, რის საფუძველზეც საქართველოს სახელმწიფოს აპლიკანტებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 ათასი ევროს და ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის მიზნებისათვის ხელისუფლებამ ვერ შეასრულაბ

რაც შეეხება საქმის არსებით ასპექტს (სიცოცხლის უფლება), ამ კუთხით, სასამართლოს დარღვევა არ დაუდგენია. 

სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულება იმისა, რათა დაესკვნათ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის პირობებში გარდაიცვალა.  გარდა ამისა, სასამართლომ არ მიიღო მომჩივნების საჩივარი კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებით (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), დასაბუთების არარსებობის გამო.

დღის ამბები