24 აგვისტო 2026,   19:18
ვრცლად
ჯეოჰოსპიტალის საგარეჯოს ფილიალში 6 დაჭრილი გადაიყვანეს, რომელთან ერთი კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა

ჯეოჰოსპიტალის საგარეჯოს ფილიალში 6 დაჭრილი შეიყვანეს. "კურიერთან" საუბრისას კლინიკის ექიმმა, მაია ჭიაბერაშვილმა განმარტა, რომ მათგან ერთი კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა. 

ამ წუთებში დაჭრილებს სამედიცინო დახმარებას უწევენ ექიმები, განსაკუთრებით მძიმეა ერთი დაჭრილის მდგომარეობა, რომელსაც ოპერაცია უტარდება, ხოლო ერთ-ერთი მათგანი თვალის მძიმე დაზიანებით თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრში გადმოჰყავს სასწრაფო დახმარების ბრიგადას.

დღის ამბები