25 აგვისტო 2026,   11:26
ვრცლად
ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, პირი, რომელმაც საგარეჯოში გასროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი მოკლა თავდაცვის სამინისტროში 2006-2021 წლებში მუშაობდა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, პირი, რომელმაც საგარეჯოში გასროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი მოკლა, რამდენიმე კი დაჭრა, თავდაცვის სამინისტროში 2006-2021 წლებში მუშაობდა.

„თავდაცვის სამინისტროში 2006 წლიდან მუშაობდა. ოპერატიული ინფორმაციით, რომელიც დაგვიდასტურეს, 2021 წელს დატოვა სამხედრო სამსახური. ავღანეთის მისიაშიც ნამყოფია. რა მოხდა არავინ იცის“, - განუცხადა ჟურნალისტებს გომელაურმა, რომელიც საგარეჯოში, შემთხვევის ადგილზე ჩავიდა

დღის ამბები