19 მაისი 2024,   01:25
ვრცლად
მამაკაცს დანაშაულის ჩადენა, სავარაუდოდ, წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული - მეზობლები ამის შესახებ თავდამსხმელის შვილზე დაყრდნობით საუბრობენ

საგარეჯოში საგამოძიებო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს. კახეთის ცენტრალურ გზატკეცილზე, კორპუსი, საიდანაც ყოფილი სამხედრო დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ისროდა, ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. მთავარი კითხვა, თუ რა მოტივი ამოძრავებდა მას, ამ დრომდე პასუხგაუცემელია.

მეზობლები შვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ მამაკაცს წინასწარ ჰქონდა ყველაფერი განზრახული და მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

5 გარდაცვლილი, მათ შორის ერთი პოლიციელი, ხუთი დაშავებული - ასეთია უმძიმესი ღამის შედეგი. თავად თავდამსხმელმა თავი მოიკლა. ახლა კითხვაზე პასუხებს პოლიცია  ყოფილი სამხედროს შვილისგან ელოდება, რომელიც ოქროს მოწმეა. ის გუშინ სახლში იმყოფებოდა, თავდასხმის დაწყების შემდეგ კი ბინიდან გაქცევა მოახერხა.

ბინიდან ამოღებულია სხვადასხვა სახით ნივთმტკიცება, მათ შორის ხელყუმბარა.

მეზობლები, რომლებიც ფაქტს უშუალოდ შეესწრნენ, ჰყვებიან, რომ თავდამსხმელი ისროდა ფაქტობრივად ყველა მიმართულებით, მათ შორის სასწრაფო დახმარების და იმ ადამიანების მიმართულებით, ვინც დაჭრილების დახმარებას ცდილობდა.

დღის ამბები