19 მაისი 2024,   00:30
ვრცლად
ვინ არიან საგარეჯოს ტრაგედიისას დაღუპული ახალგაზრდები

ვინ არიან საგარეჯოს ტრაგედიისას დაღუპული ახალგაზრდები - ვრცელდება ოთხი დაღუპულის ვინაობა, მეხუთე მსხვერპლი კი პოლიციელი ოთარ ღვინაშვილია.

დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, ზაქარია მათიაშვილი და ნოდარ რჩეულიშვილი, საგარეჯოში წუხელ გვიან ღამით მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლები არიან.

შეგახსენებთ, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა. სროლის შედეგად, თავდამსხმელის ჩათვლით, რომელმაც საბოლოოდ თავი მოიკლა, დაიღუპა 6 ადამიანი, დაჭრილია 5 პირი.

შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

დღის ამბები