19 მაისი 2024,   04:00
ვრცლად
სააპელაციო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე ბოლო სხდომა გაიმართა - ამის შემდეგ მოსამართლე მხარეებს გადაწყვეტილებას შეატყობინებს

სააპელაციო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე ბოლო სხდომა გაიმართა. ამის შემდეგ მოსამართლე მხარეებს გადაწყვეტილებას შეატყობინებს.

დღევანდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვით ისარგებლეს ბრალდებულებმა და განაცხადეს, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული და არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ.

"დღეს, კიდევ ერთხელ შევეცადეთ გვეჩვენებინა რამდენად აბსურდულია ეს ყველაფერი, ან ამის საქმის წამოწყებამ ადამიანებმა უნდა თქვა, რომ ეყოფათ და შეაჩერონ ეს დამაზიანებელი პროცესი- უნდა თქვან, რომ არ აინტერესებთ ის ზიანი, რომელიც ქვეყანას ადგება ასეთი ტიპის დევნის შემდეგ,"-აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

ამასთან, პროკურატურა თაღლითობის ბრალის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის კვალიფიკაციით შეცვლას ითხოვს​.

"საბოლოო სიტყვაში გამოთქმული მოსაზრებები ეწინააღმდეგება საქმის მასალებს და მტკიცებულებებს, ეს ჩვენ დავამტკიცეთ სასამართლოზე. სწორედ ამიტომ გაიზიარა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება. რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტილებას მიგვაჩნია, რომ სასამართლო შეცვლის კვალიფიკაციას და განაჩენს დაადგენს იმ კვალიფიკაციით რა კვალიფიკაციითაც ბრალდების მხარე ედავება მსჯავრდებულებს. კონკრეტულად უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია იგულისხმება,"-აცხადებს პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ , თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

დღის ამბები