17 მაისი 2024,   07:00
ვრცლად
გიორგი შერმადინის 11 ქულა, 5 მოხსნა, და 2 შედეგიანი გადაცემა - "ტენერიფემ" "ბეტისს" მოუგო

ესპანეთის ეი-სი-ბი ლიგის მორიგ ტურში ლენოვო ტენერიფემ რეალ ბეტისს უმასპინძლა და 88-ით 64 დაამარცხა. გამარჯვებაში თავისი წვლილი გიორგი შერმადინმაც შეიტანა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 21 წუთი გაატარა, ამ პერიოდში მან 11 ქულა, 5 მოხსნა, და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კი ხაიმე ფერნანდესი გახდა, რომელმაც 21 წუთში 16 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა. ა

გამარჯვცებით "ტენერიფე" 26 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ რეალს და ბარსელონას ჩამორჩება. შემდეგ შეხვედრას" ტენერიფე" 28 იანვარს "ფუენ-ლა-ბრადას" წინააღმდეგ გამართვას.

დღის ამბები