27 აპრილი 2024,   00:56
ვრცლად
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა გასული წელი შეაჯამა - ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და სპორტული მოვლენების გაშუქებისთვის დაჯილდოვდა "რუსთავი 2""

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა 2022 წელი შეაჯამა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, სპორტული ფედერაციების, მედიისა და საელჩოების წარმომადგენლები, ასევე ფონდის პარტნიორები.

წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ქართული სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს ნონა გაფრინდაშვილი, ზაზა ფაჩულია და დათა ხოჭოლავა.

სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და სპორტული მოვლენების გაშუქებისთვის, ფონდის ხელმძღვამელებმა "რუსთავი 2იც" დააჯილდოვეს.

დღის ამბები