17 მაისი 2024,   09:17
ვრცლად
მსხვერპლით დასრულდა ავარია ქარელთან - ავტობანზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ქარელთან - ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის არის მიკროავტობუსი. არის მსხვერპლი. შემთხვევა თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალზე, ქარელის მონაკვეთზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ერთი, რომელიც ქარელის კლინიკაშია გადაყვანილი.

მაგისტრალზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გამოძიება სისხლის სამართლის 276 მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.

დღის ამბები