17 მაისი 2024,   10:09
ვრცლად
ტრაგედია სამტრედიაში - კორპუსის სახურავიდან მამაკაცი გადავარდა

სამტრედიაში კორპუსის სახურავიდან მამაკაცი გადმოვარდა. 45 წლამდე მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის ადგილობრივია და სახურავზე გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა.

მამაკაცი ერთ-ერთ კომპანიას ჰყავდა დაქირავებული, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციას ასრულებდა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს გამოძიება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები