თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტი "თსუ დესპანი" იწყება. პროექტი ხელს სტუდენტებში მოხალისეობრივი პრაქტიკის დანერგვას და არაფორმალური განათლების განვითარებას უწყობს.
მის ფარგლებში სტუდენტები მშობლიური სკოლის მოსწავლეებს აცნობენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებსა და სტუდენტურ ცხოვრებას. პროექტი 11 წელია ხორციელდება და მასში მონაწილეობა უკვე 5 ათასზე მეტმა სტუდენტმა მიიღო.