მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ონლაინ ჩართვას ითხოვს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
"პროცესი იწყება და აპირებს ჩართვას, თუ მისცა ჯანმრთელობის მდგომარეობამ შესაძლებლობა. განწყობილია, რომ ჩაერთოს. ყოველ წუთში ხუჭავდა თვალებს და ახელდა, არ ვიცი, ვნახოთ...
ადამიანს აქვს შავი ფერი, [ლოყები] ჩავარდნილი, საწამლავი ისევ აქვს ორგანიზმში, ნერვოლოგიური მდგომარეობა ისევ იგივეა," - განაცხადა გიული ალასანიამ.
ასევე, როგორც ცნობილია, პატიმარმა ექიმებს ულტიმატუმიც წაუყენა - ინტრა ვენურ კვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მას რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანენ.
დღევანდელ პროცესზე კი, ექსპერტები გამოიკითხებიან. მოსამართლე ექსპრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან მისგან გათავისუფლების შესახებ საკითხს განიხილავს.
რაც შეხება მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კლინიკა "ვივამედის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ სააკაშვილის ფიზიოლოგიური პარამეტრები ნორმის ფარგლებში რჩება და მისი მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს.