26 აგვისტო 2026,   17:07
ვრცლად
სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით სამართალდამცველებმა 1 პირი დააკავეს

სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

დაკავებული შპს "ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს" ყოფილი დირექტორია. საწარმო ჩართული იყო მუნიციპალიტეტის ამბულატორიულ მომსახურებაში.

გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამ პროგრამისთვის განკუთვნილი 100 000 ლარამდე თანხა მიითვისა დაკავებულმა.

საწარმოს ყოფილ ხელმძღვანელს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები