15 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტს სცალია იმისთვის, რომ ფოტოებით იაროს ბრიფინგებზე, ძალიან უცნაურია, ტერიტორიას კარგავს, უამრავი ადამიანი იღუპება - ირაკლი ზარქუა

ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას საქართველოში აფასებენ. უმრავლესობის შეფასებით, მაშინ, როცა საქართველოს 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ქვეყანა პრინციპულად დგას უკრაინის გვერდით.

"ძალიან ვწუხვარ, უკრაინის პრეზიდენტს სცალია იმისთვის, რომ ფოტოებით იაროს ბრიფინგებზე და პრესკონფერენცია ატაროს. ძალიან უცნაურია, ტერიტორიას კარგავს, უამრავი ადამიანი იღუპება. რუსეთი, რომელიც ოკუპანტია, მათ შორის ჩვენთვის და ამ დროს ის იცლის, რომ პატიმარ სააკაშვილის სურათებით იაროს, რომელსაც სხვათა შორის მიუსაჯა ევროპულმა სასამართლომ, იქ სადაც ახლა ზის, ჩემთვის გაუგებარია. უკრაინელ ხალხს ვუსურვებ გამარჯვებას და ღირსეულ ხელისუფლებას," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

რატი იონათამაშვილის თქმით კი, ზელენსკის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება უხერხულია. 

"უკეთესი იქნებოდა თავის დროზე ის სურათები დაეჭირა ხელში, რომელიც ასახავდა სააკაშვილის ქურდულ შემოპარვას საქართველოში და შესაბამისად ასახავდა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას და ამაზე მომხდარიყო აქცენტის გაკეთება. ახლა, როდესაც ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი, როგორც ჰუმანიტარული თვალსაზრისით, სადაც მოწინავე ადგილი უჭირავს ტვირთის მოცულობიდან გამომდინარე. ასევე საქართველო 500-ზე მეტი საერთაშორისო რეზოლუციისა თუ მნიშვნელოვანი განცხადების თანაავტორია. გარდა ამისა, ჩვენ ქვეყანაში მივიღეთ 30 000 მოქალაქე უკრაინიდან, რომლებსაც სრულფასოვნად ეწევა, როგორც საგანმანათლებლო, ასევე ჯანდაცვითიო და სოციალური მომსახურება, ცოტა უხერხულია მსგავსი  განცხადებების კეთება," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამაშვილი.

ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გადაღებული ფოტოები წარმოადგინა და დასვა შეკითხვა "საქართველო, მისი ხელმძღვანელობა - ვისკენ არიან ისინი?".

დღის ამბები